Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 25/11/2025

ბრძანების N:: 9

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება

 

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ‘’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 21 ნოემბრის N382/02-01 ბრძანების და თსუ მედიცინის ფაკულტეტის დებულების მე-13 მუხლის პირველი მუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ვბრძანებ

 

1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის No382/02-01, 21.11.2025 ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 76 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

  • თამარ რუხაძე - დეკანის მოადგილე სამეცნეირო დარგში;
  • ნინო ჩიხლაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • მირანდა მიქაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
  • გვანცა გიგაური - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
  • ციალა გიორგაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

 

3. საბუთები მიიღება: 25 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით 10:00 - 17:00 - სთ- მდე, მორფოლოგიის ინსტიტუტი, No324;

4. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 5 დეკემბერს.
5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი
მაია ბიწკინაშვილი